Terms & Conditions
წინამდებარე დოკუმენტი არის http://ilovejoint.ge-ს ვებგვერდით სარგებლობის წესები და პირობები.
წინამდებარე დოკუმენტი არის ორმხრივად მავალდებულებელი ხელშეკრულება, რომელიც ფორმდება მომხმარებელსა და იურიდიულ პირს შპს Global Bridges Distribution LLC-ს შორის, კომპანიის ID 402185005, რეგისტრირებული მისამართი – საქართველო, თბილისი, ჩუღურეთის რაიონი, უზნაძის ქუჩა, N111, ბინა 11, კორპუსი N2.
შპს Global Bridges Distribution LLC წინამდებარე სარგებლობის წესებსა და პირობებში, კონფიდენციალურობის პოლიტიკაში და ყველა სხვა სახელმძღვანელოსა და ინსტრუქციაში შემდეგში მოხსენიებული იქნება როგორც ბრენდი „I Love Joint“.
I Love Joint-ის ვებგვერდით სარგებლობის წესები და პირობები, მასში შემავალი ცვლილებები და I Love Joint-ის სხვა რეგულაციები ერთად წარმოადგენს ერთიან დოკუმენტს და განხილულ უნდა იქნეს როგორც მომხმარებელთან გაფორმებული ერთიანი ხელშეკრულება.
ვებგვერდზე რეგისტრაციის დროს მომხმარებელი ეთანხმება და აცხადებს წინამდებარე წესებსა და პირობებს, კონფიდენციალურობის პოლიტიკას, დაბრუნებისა და გადაცვლის წესებს, და ასევე თანხმობას აცხადებს მათ იურიდიულ ძალაზე.
თუ მომხმარებელი არ ეთანხმება I Love Joint-ის იურიდიული დოკუმენტების შინაარსს, მას არ შეუძლია ვებგვერდის გამოყენება, თუმცა, I Love Joint სთხოვს მომხმარებელს კომენტარების მოწოდებას ელ-ფოსტის მეშვეობით.
დამატებითი კითხვების, საჩივრების ან მოთხოვნების შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია დაუკავშირდეს I Love Joint-ს ელ-ფოსტის მეშვეობით. I Love Joint-ის გუნდი მზადაა, მომხმარებლის კითხვებს დეტალური პასუხები გასცეს.
ტერმინთა განმარტება
ამ წესებსა და პირობებში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
I Love Joint (შემდგომში მოხსენიებული როგორც „ჩვენ“, „ჩვენი“, „ვებგვერდი“) იურიდიული პირი „Global Bridges Distribution LLC“, რომელიც დაფუძნებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად (რეგისტრირებული კომპანიის ID 402185005, რეგისტრირებული მისამართი საქართველო, თბილისი, ჩუღურეთის რაიონი, უზნაძის ქუჩა, N111, ბინა 11, კორპუსი N2).
მომხმარებელი იურიდიული პირი ან ფიზიკური პირი 18 წლის ასაკს ზემოთ (ქმედუნარიანი), რომელსაც სურს შეიძინოს I Love Joint-ზე განთავსებული პროდუქტები.
მომხმარებლის თანხმობა მომხმარებლის მიერ გამოხატული თანხმობა ამ დოკუმენტის გაცნობასა და მისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.
მესამე მხარე ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, საჯარო დაწესებულება.
პირდაპირი მარკეტინგი საქონლისა და მომსახურების შეთავაზება ფოსტის, სატელეფონო ზარების, ელ-ფოსტის ან ტელეკომუნიკაციის ნებისმიერი სხვა საშუალებით.
რეგისტრაცია პერსონალური ანგარიშის შექმნა.
ანგარიში მომხმარებლის მიერ http://www.ilovejoint.ge-ზე რეგისტრირებული პერსონალური გვერდი.
ვებგვერდზე ანგარიშის გახსნით, მომხმარებელს ეძლევა შესაძლებლობა შეიძინოს I Love Joint-ზე განთავსებული პროდუქტები. მომხმარებლის მიერ განთავსებული თითოეული შეკვეთა წარმოადგენს ცალკე ნასყიდობის ხელშეკრულებას, რომლის მხარეები არიან ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი და I Love Joint. შეკვეთის განთავსებისას გენერირდება ნასყიდობის საგანი, მისი ღირებულება და მიწოდების ადგილი.
დაბრუნებისა და გადაცვლის პოლიტიკა
I Love Joint-ისთვის თითოეული მომხმარებლის კმაყოფილება მნიშვნელოვანია. ამიტომ, ჩვენ არ ვიშურებთ ძალისხმევას იმისთვის, რომ შემოთავაზებული პროდუქცია იყოს მაღალი ხარისხის და შეესაბამებოდეს თქვენს სურვილებს. იმ შემთხვევებში, როდესაც მიწოდებული პროდუქტი დაზიანებულია ან არ შეესაბამება ვებგვერდზე მითითებულ მონაცემებს, ჩვენ გთავაზობთ პროდუქტის შეცვლას ან თანხის დაბრუნებას ქვემოთ მოცემული პირობების შესაბამისად.
დაბრუნების პოლიტიკა წარმოადგენს ვებგვერდის გამოყენების წესებისა და პირობების განუყოფელ ნაწილს. ვებგვერდის გამოყენების წესებსა და პირობებზე თანხმობით, თქვენ ასევე ეთანხმებით დაბრუნების ამ პოლიტიკას.
რა შემთხვევაში შემიძლია პროდუქტის დაბრუნება?
I Love Joint-ის პროდუქტის დაბრუნების პოლიტიკა გაძლევთ საშუალებას დააბრუნოთ შეძენილი პროდუქტი, თუ:
- უბრალოდ შეიცვალეთ აზრი შეძენაზე. არ ვრცელდება თუ:
შეძენილი პროდუქტი მალფუჭებადია ან აქვს მოკლე ვარგისიანობის ვადა;
პროდუქტი არის ჰერმეტულად დალუქული ნივთი, მისი ჰერმეტულობა დაირღვა მიწოდების შემდეგ და ამიტომ პროდუქტი ვერ დაბრუნდება ჯანმრთელობის ან ჰიგიენის ნორმების გამო;
მიწოდებული პროდუქტი, თავისი მახასიათებლებიდან გამომდინარე, მიწოდების მომენტში განუყოფლად იყო შერწყმული სხვა პროდუქტთან;
პროდუქტის ღირებულება არ აღემატება 30 ლარს;
მომხმარებლის მიერ დარღვეულია პროდუქტის შეფუთვის (ყუთი, პარკი, თავსახური) მთლიანობა;
პროდუქტს აღენიშნება გამოყენების კვალი;
პროდუქტი არის ჰიგიენური დანიშნულების ნივთი;
პროდუქტს არ ახლავს შეძენისას გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილი და დოკუმენტი.
- I Love Joint-მა არ შეასრულა დაპირება:
პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას ან ვებგვერდზე განთავსებულ მახასიათებლებს;
პროდუქტი დაზიანებულია;
შეთანხმებული მიწოდების ვადა I Love Joint-ის მხრიდან დაირღვა 10 დღეზე მეტით;
- პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი.
მომხმარებელს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მიზეზის მითითების გარეშე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
რამდენ დღეში შემიძლია ნივთის დაბრუნება?
თუ გსურთ პროდუქტის დაბრუნება, მოთხოვნა უნდა განაცხადოთ პროდუქტის მიღებიდან 3 დღის ვადაში.
როგორ მოვითხოვო პროდუქტის დაბრუნება/გადაცვლა?
მოთხოვნის წარდგენა შეგიძლიათ წერილობითი ფორმით, “კონტაქტის” ნებისმიერი ბმულის საშუალებით.
რა პროცედურა უნდა გავიარო თანხის დასაბრუნებლად?
თუ გსურთ პროდუქტის დაბრუნება, პროდუქტს უნდა ახლდეს შეძენისას გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილი და დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ნივთის დაუზიანებელი ყუთი, აქსესუარები და ა.შ. დაბრუნების ტრანსპორტირების ხარჯებს ფარავს I Love Joint.
რამდენ დღეში მოხდება პროდუქტის უკან დაბრუნება?
თბილისის მასშტაბით, ნივთი დაბრუნდება განაცხადის წარდგენიდან მაქსიმუმ 72 საათში.
დიდი და პატარა რეგიონების შემთხვევაში, ნივთი დაბრუნდება განაცხადის თარიღიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. მთიანი რეგიონების შემთხვევაში, 7-10 სამუშაო დღის ვადაში.
I Love Joint-ის წარმომადგენლები დაგიკავშირდებიან თქვენი განაცხადის მიღებიდან მაქსიმუმ 72 საათში დაბრუნების პროცედურასთან დაკავშირებით.
როგორ მოხდება თანხის დაბრუნება?
I Love Joint შეგატყობინებთ პროდუქტის თანხის დაბრუნება/გადაცვლის სტატუსის შესახებ ნივთის უკან მიღებიდან 72 საათის განმავლობაში.
ქარხნული წუნის შემთხვევაში, თანხის დაბრუნებასთან ან შეცვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გეცნობებათ 5 დღის ვადაში.
დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, თანხა დაგიბრუნდებათ შეტყობინების მიღების თარიღიდან მაქსიმუმ 5 სამუშაო დღის ვადაში.
უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ნივთი დაგიბრუნდებათ უკან.
როგორ დაგიბრუნდებათ დაბრუნებული პროდუქტის თანხა?
თანხის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით, იმ საბანკო ბარათის ანგარიშზე ჩარიცხვით, რომლითაც მოხდა ნივთის შეძენა.
ტრანსპორტირების მომსახურების ანაზღაურების წესი:
I Love Joint აანაზღაურებს ტრანსპორტირების მომსახურების ღირებულებას, როდესაც მომხმარებელი აბრუნებს პროდუქტს.
დამატებითი კითხვებისთვის მოგვწერეთ: [email protected]
